ფრაუტესტი ამნიო


70

  ფრაუტესტი ამნიო გამოიყენება სანაყოფე (ამნიონური) სითხის დაღვრის   დიაგნოსტირებისათვის.

 სტატისტიკის თანახმად, ორსული ქალების 10 %-ში ფიქსირდება სანაყოფე გარსების ნაადრევი რღვევა, რამაც შეიძლება განაპირობოს ორსულობის  მძიმე გართულებები, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, ინფექციური დაავადებები და ა.შ.

   სანაყოფე ( ამნიონური) სითხის დაღვრის დიაგნოსტირება ტრადიციული ინსტრუმენტული კვლევებით რიგ შემთხვევებში  გართულებულია. ეს ხდება მაშინ, როცა გამონადენი არის მცირე ინტენსივობის ან ხასითდება პერიოდულობით. მეორესმხრივ, ქალების დიდ ნაწილს ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით ორსულობის მე-3 ტრიმესტრისთვის , აღენიშნება შარდის შეუკავებლობა და უხვი ვაგინალური გამონადენია, რა დროსაც ეჭვი დგება სანაყოფე სითხის დაღვრაზე. აქედან გამომდინარე ამნიონური სითხის დაღვრის დროულ და ზუსტ დიაგნოსტირებას გადამწყვეტი როლი ენიჭება.დროული დიაგნოსტირება გვაძლევს  შესაძლებლობას  თავიდან ავიცილოთ ორსულობის მთელი რიგი მძიმე გართულებები. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ორსულის დროული მოთავსება  კლინიკაში ექიმ-სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

 

  ფრაუტესტი ამნიო  არის არაინვაზიური, გარეგანი, სახლის პირობებში  მარტივად გამოსაყენებელი ტესტი, რომელიც ახდენს სანაყოფე( ამნიონური) სითხის დიფერენცირებას, სხვა ნებისმიერ ტიპის საშოდან გამონადენისაგან. ფრაუტესტი ამნიო წარმოდგენილია საფენის სახით, რომელსაც აქვს ბამბის ზედაპირი.

  ტესტის მოქმედების მექანიზმი დამყარებულია  გამონადენის ph-ის მაჩვენებელზე. ნორმაში ვაგინალური სითხის ph შეადგენს 3,8-4,5. ხოლო ამნიონური სითხის ph 6,5  - 7. ტესტ-ზოლი, რომელშიც მოთავსებულია პოლიმერაზული მატრიცა ლურჯ-მწვანე შეფერილობას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ph აღემატება 5,5-ს.

პოლიმერთან დაკავშირებული Ph ინდიკატორი განთავსებულია საფენის ორ ფენას შორის, რაც სრულად გამორიცხავს ფიზიკურ კონტაქტს  ორგანიზმთან.

 

                                                                                          გამოყენების ინსტრუქცია

    გამოყენების წინ დარწმუნდით შეფუთვის ჰერმატულობაში. ყოველი ტესტი არის ერთჯერადი გამოყენების. პაკეტი გახსენით გამოყენების წინ.

  • მშრალი ხელებით გახსენით ფოლგირებული პაკეტი და ამოიღეთ ტესტი.
  • ტესტსაფენი დააყოვნეთ მის დასველებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 12საათისა.
  • დადეთ საფენი მშრალ, ჰორიზონტალურ ზედაპირზე და გააჩერეთ 10 წუთი.

 

თუ საფენზე აღინიშნება ნებისმიერი ინტენსივობის, ფორმის, რაოდენობის მწვანე ან ცისფერი ლაქები,  ნიშნავს იმას, რომ საფენი დასველდა სანაყოფე სითხით. ნებისმიერი რაოდენობის სანაყოფე სითხე აუცილებლად აისახება საფენზე.

(ყურადღება: საფენი ცისფრად შეიძლება შეიღებოს ვაგინალური ტრიქომონიაზის ან ბაგტერიული ვაგინიტის დროს). 

 

    თუ საფენმა 10 წუთის შემდგომ არ მიიღო მწვანე ან ცისფერი შეფერილობა და/ან გახდა ისევ ყვითელი, ეს ნიშნავს რომ ტესტირებადი სითხე არის შარდი ან ვაგინალური გამონადენი. სანაყოფე სითხის დაღვრა არ აღინიშნება.

      ფრაუტესტი ამნიოს გამოყენება არ არის რეკომენდირებული :

  • სქესობრივი კავშირიდან 12 საათის გასვლამდე.
  • ვაგინალური სანთლების გამოყენების ან ვაგინალური გამორეცხვის შემდგომ.
  • უშუალოდ შხაპის მიღების შემდგომ.
  • კანზე დისკომფორტის შეგრძნების შემთვევაში.

გაზიარება:

ფასი
70
ქვეყანა
ისრაელი
პროდუქტის კოდი
01
ნანახია
464