ნაყოფის დოპლერი Baby Sound A


200

   ნაყოფის დოპლერი  Baby Sound A წარმოებულია კომპანია  CONTEC– ის მიერ, რომელიც დაარსდა 1992 წელს. კომპანია ეწევა სამედიცინო ინსტრუმენტების  წარმოებას და რეალიზაციას. დიდი ყურადღება ექცევა პროდუქციის ხარისხს.

    Baby Sound ნაყოფის დოპლერი სერთიფიცირებულია СE და FDA სერტიფიკატებით, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ ეს მოწყობილობა. ულტრაბგერითი გადაცემის ინტენსივობა ნაყოფის დოპლერის გამოყენებისას გაცილებით დაბალია, ვიდრე ულტრაბგერითი აპარატურისა, რომელიც გამოიყენება სტანდარტულ სკრინინგ-კვლევებში.

     Baby Sound  A ნაყოფის დოპლერი უსაფრთხო და ადვილად გამოსაყენებელი მოწყობილობაა, რომელიც სპეციალურად შექმნილია სახლის პირობებში გამოყენებისთვის. ის საშუალებას მოგცემთ მოისმინოთ ბავშვის გულისცემა და მოძრაობები  ორსულობის 10-12 კვირიდან. მას შეუძლია შეამციროს მომავალი დედის შფოთვა და ასევე ოჯახის სხვა წევრებს მისცეს ბავშვის გულისცემის მოსმენის საშუალება. მას აქვს ძალიან კომპაქტური ზომა (11 x 5,5 x 1,60 სმ) და იწონის მხოლოდ 69,5 გრამს. მგრძნობიარე ულტრაბგერითი სენსორი თავად მოწყობილობაშია ჩაშენებული. გულისცემის გაზომვისას შესაძლებელია მონაცემების შენახვა, ასევე ბავშვის ხმების ჩაწერა.

    ამ ტიპის ნაყოფის დოპლერს აქვს ორი ყურსასმენი, ისე რომ 2 ადამიანს შეუძლია ერთდროულად მოუსმინოს გულისცემას. იკვებება ორი AAA (3A) ბატარეით. ასევე შეგიძლიათ მოწყობილობა გამორთოთ და ჩართოთ ხმის კონტროლის ღილაკის გამოყენებით. ნაყოფის დოპლერის მუშაობისას, მწვანე ინდიკატორი ანათებს. შეგიძლიათ ნაყოფის გულისცემა გამოთვალოთ წამზომით.

    ნაყოფის დოპლერის დახმარებით თქვენ მოისმენთ ბავშვის გულის ცემას თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. ულტრაბგერით ტალღებს ტერატოგენული(ნაყოფზე დამაზიანებელი) თვისებები არ აქვს. Baby Sound A- ს გამოყენებისას ტალღის სიხშირე 2-3-ჯერ დაბალია, ვიდრე იმ ულტრაბგერითი აპარატურის გამოყენებისას, რომლებითაც თანამედროვე დიაგნოსტიკური ოთახებით არის აღჭურვილი.

    CE - სერთიფიკატი ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების ძირითად მოთხოვნებს და ევროკავშირის ჰარმონიზებულ სტანდარტებს, ასევე რომ პროდუქტმა გაიარა დირექტივების შესაბამისობის შეფასების პროცედურა. CE მარკირება მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქტი არ არის მავნე (საშიში) მისი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის. ასევე უვნებელია გარემოსთვის.

     FDA - საერთაშორისო უსაფრთხოების სერთიფიკატი, ადასტურებს პროდუქციის უსაფრთხოებას მისი შემოწმებისას მთელი რიგი კრიტერიუმების შესაბამისად, მათ შორის. რადიოაქტიური უსაფრთხოების შემოწმებისას. FDA არის აშშ-ს სამთავრობო სააგენტო მედიკამენტების, სამედიცინო ტექნოლოგიისა და სამედიცინო კვლევების კონტროლისთვის. FDA სერთიფიკატი ძალიან მნიშვნელოვანია მწარმოებლისთვის, რადგან გულისხმობს პროდუქციის შემოწმებას უსაფრთხოების ყველაზე მეტი კრიტერიუმის შესაბამისად.

  ტექნიკური მახასიათებლები:
 

LCD ეკრანი: არა;

ხმის გამოცემა: ყურსასმენები;

გაზომვის დიაპაზონი: 50-240 დარტყმა წუთში;

ენერგიის მოხმარება: <1 ვტ;

ელექტროენერგიის მიწოდება: 2 AAA ელემენტი (3A);

გამოიყენეთ ორსულობის 12 კვირიდან, შესაძლებელია 10 კვირიდან ნაყოფის გულისცემის მოსმენა.

ნომინალური სიხშირე: 2.0 მჰც;

სამუშაო სიხშირე: 2.0MHz 10%;

ზომები: 110 მმ × 55 მმ × 16 მმ;

წონა: 69,5 გრამი, 80 გრამი (ელემენტების ჩათვლით).


გაზიარება:

ფასი
200
პროდუქტის კოდი
BSA
ნანახია
39